მომხმარებლის მონაცემების წაშლა
ბოლო განახლება: 03/06/2026
როგორ მოითხოვო მონაცემების წაშლა
თუ გსურს VASH4K-დან შენი ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლა, მოგვწერე ელ-ფოსტაზე: vash4k@proton.me.
რა უნდა მიუთითო წერილში
წერილის სათაურში ჩაწერე: “მონაცემების წაშლა”. ტექსტში მიუთითე შენი ანგარიშის ელ-ფოსტა ან მომხმარებლის სახელი. თუ ანგარიში შექმნილია Google-ით, მიუთითე ის Google ელ-ფოსტა, რომლითაც შედიოდი საიტზე.
რა მონაცემები წაიშლება
მოთხოვნის დამუშავების შემდეგ წაიშლება შენი ანგარიში, ელ-ფოსტა, სოციალური ავტორიზაციის იდენტიფიკატორი და სანახავი სია. წაშლის შემდეგ ანგარიშის აღდგენა შესაძლოა შეუძლებელი იყოს.
დამუშავების დრო
მონაცემების წაშლის მოთხოვნას ვამუშავებთ გონივრულ ვადაში, ჩვეულებრივ 30 დღის განმავლობაში. თუ იდენტიფიკაციისთვის დამატებითი ინფორმაცია დაგვჭირდება, დაგიკავშირდებით იმავე ელ-ფოსტაზე.
Meta/Facebook მონაცემების წაშლის მოთხოვნა
თუ მომავალში Facebook-ით ავტორიზაციას გამოიყენებ, ამავე გვერდის ინსტრუქციით შეგიძლია მოითხოვო Facebook-იდან მიღებული მონაცემების წაშლაც. მოგვწერე ანგარიშთან დაკავშირებული ელ-ფოსტა და მოთხოვნა: “Facebook მონაცემების წაშლა”.
